მსურს მიწის რეალიზაცია, როგორ შეიძლება თქვენს საიტზე ამ ინფორმაციის დადება?
საიტის პირველ გვერდზე, მოცემულია ღილაკი: „ნაკვეთის გაყიდვა“. დააჭირეთ და შეავსეთ განაცხადის ფორმა ან დაურეკეთ ჩვენს ოპერატორს.
სარეალიზაციო მიწის შესახებ განაცხადის შევსება ფასიანია?
განაცხადის შევსება უფასოა.
სარეალიზაციო მიწის შესახებ გამოგზავნილი ინფორმაცია საჯაროა? დევს საიტზე?
გამოგზავნილი ინფორმაცია საიტზე არ დევს. გასაყიდი მიწების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება, მხოლოდ რეალურ მყიდველს.
როგორ აფასებთ მიწის ნაკვეთს და რა პრინციპის მიხედვით ახდენთ ვარგისიანობის დასკვნის მომზადებას?
ჩვენი აგრობიზნეს ექსპერტები, აგრონომები და აგროქიმიკოსები აფასებენ მიწის ნაკვეთს შემდეგი მიმართულებების მიხედვით:  მიწის ნაკვეთზე ვიზიტი  რელიეფის შეფასება  ნიადაგის საფარის შეფასება  ფართობის ზოგადი დახასიათება  წვდომა კომუნიკაციებთან  ინფრასტრუქტურის დახასიათება  კლიმატის დახასიათება  გაბატონებული ქარები  დაჭაობება და გრუნტის წყლები  ირიგაცია  ქარსაცავი და მისი საჭიროება  სამეზობლო-მომიჯნავე ნაკვეთების შეფასება და მათი გავლენა  რეკომენდებული კულტურები  საფრთხეები და რისკები  ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის შედეგების შეფასება
დამეხმარებით თუ არა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციაში?
დიახ, დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ გაგიწევთ სრულ იურიდიულ მომსახურებას.
საკუთრებაში მაქვს მიწა, თუმცა არ ვყიდი. ამ შემთხვევაში შემიძლია თქვენი სხვა სერვისებით სარგებლობა?
დიახ, ჩვენი სერვისებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მინდა შევიძინო მიწა. თქვენს საიტზე სად ვნახო გასაყიდი მიწები?
საიტზე განცხადებები არ ჩანს. თქვენთვის სასურველი მიწის შესახებ ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, შეგირჩევთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს. სასურველი მიწის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა, შეგიძლიათ საიტის მეშვეობით. საიტის პირველ გვერდზე, მოცემულია ღილაკი: „ნაკვეთის ყიდვა“. დააჭირეთ და შეავსეთ განაცხადის ფორმა ან დაურეკეთ ჩვენს ოპერატორს.
მინდა შევიძინო მიწა. სასურველი მიწის შესახებ განაცხადის შევსება ფასიანია?
განაცხადის შევსება უფასოა.
რაზეა დამოკიდებული აგრო-ტექნიკური შეფასების ფასი?
აგრო-ტექნიკური შეფასების ფასი დამოკიდებულია მიწის ნაკვეთის ფართობზე, თუმცა სერვისის ღირებულება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს სტანდარტული შეთავაზებისგან გადახვევისას
რა კომპონენტებს შეიცავს მიწის აგრო-ტექნიკური შეფასების დასკვნა?
აგრო-ტექნიკური შეფასების დოკუმენტი შეიცავს დასკვნებს და რეკომენდაციებს ისეთ კომპონენტებზე როგორიცაა : რელიეფი, ნიადაგის საფარი, დაჭაობება, კლიმატი, ქარსაცავი, საირიგაციო შესაძლებლობები, და ა.შ. ასევე ხორციელდება ნიადაგის და საირიგაციო წყლის სინჯების ლაბორატორიული ანალიზი (მათ შორის PH და EC). აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებენ შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები