ჩვენ შესახებ

აგრო ლენდის მიერ შექმნილია ვებ პლატფორმა – www.agroland.ge რომელიც ერთის მხრივ, აკავშირებს სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის მყიდველსა და გამყიდველს, ხოლო მეორეს მხრივ სასოფლო-სამეურნეო მიწის აგროტექნიკური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს მიწის აგრარულ პოტენციალს და შესაბამისად ადგენს მის რეალურ ფასს.

კომპანია დეტალურად ახდენს სამიზნე მიწის ნაკვეთის აგროტექნიკურ შეფასებას და გასაშენებლად რეკომენდირებული კულტურების განსაზღვრას. შეფასების საფუძველზე იდენტიფიცირებული აგრარულად ყველაზე ოპტიმალური კულტურის შერჩევის შემდეგ, იგი უზრუნველყოფს ნაკვეთის სწორად დაგეგმარებას GPS სისტემით, მცენარეთა გაშენების წერტილების მონიშვნას, სხვდასხვა აზომვითი ნახაზებისა და რუკების მომზადებას

ჩვენს მისიად ვხედავთ საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ბალანსის სრულ კლასიფიკაციას მათი დანიშნულების, ბუნებრივი მახასიათებლებისა და გამოყენების სფეროს მიხედვით.

აგრო ლენდი დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი გამოცდილი აგრონომების, გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტების, ტექნიკური მენეჯერების და აგრო ინჟინრების გუნდით.

კომპანია აგრო ლენდი არ არის ტიპური უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტო. ვებ გვერდის მეშვეობით გამყიდველი ავსებს გასაყიდი მიწის შესახებ განაცხადს. ეს განცხადებები საიტზე არ ჩანს და ინახება ჩვენს ბაზაში. განაცხადის შევსების შემდეგ, ჩვენი ოპერატორები უკავშირდებიან გამყიდველს და ხდება მიწის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება. მიღებული ინფორმაცია ხარისხდება და ხდება მისი ბაზირება. გასაყიდი მიწების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება, მხოლოდ რეალურად დაინტერესებულ პირს.

პირი, რომელსაც სურს მიწის შეძენა, ავსებს შესაბამის განაცხადს, სადაც აფიქსირებს მისთვის სასურველი მიწის ფართობს, კულტურას და სხვა პრინციპულ მოთხოვნებს. განაცხადის შევსების შემდეგ, ჩვენი ოპერატორი უკავშირდება პოტენციურ მყიდველს და აზუსტებს ყველა დეტალს. შემდეგ კი, მიწების ყიდვით დაინტერესებულ პირს, ვთავაზობთ, მხოლოდ მისი მიზნებისთვის შესაბამის მიწის ნაკვეთებს, რაც აადვილებს გადაწყვეტილების მიღებას.

კომპანია აგრო ლენდი, მყიდველის ან გამყიდველის დაკვეთით, ახდენს მიწის ნაკვეთების აგროტექნიკურ შეფასებას და ამზადებს ვარგისიანობის დასკვნას. აღნიშნული დასკვნები მყიდველისთვის და გამყიდველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთის მხრივ მყიდველს აქვს დოკუმენტი, იმის შესახებ, თუ რა ტიპის მიწის ნაკვეთს ფლობს, რაც უადვილებს მიწის რეალიზაციის პროცესს. მეორეს მხრივ, კი გამყიდველი აღნიშული დასკვნის საფუძველზე, სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას, მიწის ყიდვის თაობაზე და დარწმუნებულია, რომ ეს კონკრეტული მიწა შეესაბამება მის მიზნებს.

მიწის აგროტექნიკური შეფასების და ვარგისიანობის დასკვნის მომზადებისას, ჩართულნი არიან აგრობიზნესის მრჩეველები, აგრონომები და აგროქიმიკოსები, რომლებიც პირადად ნახულობენ შესაფასებელ ნაკვეთს და ამზადებენ დასკვნას.

Agro Land-ის მიზანია ყიდვა-გაყიდვის ისეთ გარიგებებში მონაწილეობის მიღება, რომელიც გარანტირებულს ხდის შეძენილ მიწაზე მყიდველის ბიზნესგეგმის წარმატებით განხორციელებას. ასევე, ჩვენს მნიშვნელოვან მიზანად ვთვლით სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეების ცნობიერებისა და ქცევის იმგვარად ფორმირებას, რომ ისინი ფლობდნენ სრულ ინფორმაციას მათი მიწების გამოყენების არეალის, პოტენციალის, მომგებიანობისა, გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ და თავად შეძლონ განსაზღვრონ მათი ქონების რეალური ფასი და ფასეულობა სანდო, ექსპერტულ შეფასებაზე დაყრდნობით;

კომპანია ახდენს მიწების აგროტექნიკურ შეფასებას და ვარგისიანობის დადგენას. შესაბამისად, მესაკუთრემ და მყიდველმა ზუსტად იციან, თუ რა პოტენციალის მქონე მიწაზე ხდება გარიგება.

Agro Land-ი მიწების ყიდვა-გაყიდვის პროცესში ახდენს აგრონომების, აგროქიმიკოსებისა და აგრობიზნესის კონსულტანტების ჩართულობას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით დადებული გარიგებები, განხორციელებული ინვესტიციის წარმატებას განაპირობებს.

კომპანიის მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწები გამოყენებულ იქნას თავიანთი დანიშნულებისა და მაქსიმალური პოტენციალის გათვალისწინებით.