მინდა შევიძინო მიწა. თქვენს საიტზე სად ვნახო გასაყიდი მიწები?
საიტზე განცხადებები არ ჩანს. თქვენთვის სასურველი მიწის შესახებ ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, შეგირჩევთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს. სასურველი მიწის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა, შეგიძლიათ საიტის მეშვეობით. საიტის პირველ გვერდზე, მოცემულია ღილაკი: „ნაკვეთის ყიდვა“. დააჭირეთ და შეავსეთ განაცხადის ფორმა ან დაურეკეთ ჩვენს ოპერატორს.
მინდა შევიძინო მიწა. სასურველი მიწის შესახებ განაცხადის შევსება ფასიანია?
განაცხადის შევსება უფასოა.
რაზეა დამოკიდებული აგრო-ტექნიკური შეფასების ფასი?
აგრო-ტექნიკური შეფასების ფასი დამოკიდებულია მიწის ნაკვეთის ფართობზე, თუმცა სერვისის ღირებულება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს სტანდარტული შეთავაზებისგან გადახვევისას
რა კომპონენტებს შეიცავს მიწის აგრო-ტექნიკური შეფასების დასკვნა?
აგრო-ტექნიკური შეფასების დოკუმენტი შეიცავს დასკვნებს და რეკომენდაციებს ისეთ კომპონენტებზე როგორიცაა : რელიეფი, ნიადაგის საფარი, დაჭაობება, კლიმატი, ქარსაცავი, საირიგაციო შესაძლებლობები, და ა.შ. ასევე ხორციელდება ნიადაგის და საირიგაციო წყლის სინჯების ლაბორატორიული ანალიზი (მათ შორის PH და EC). აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებენ შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები