• ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • კითხვა პასუხი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
ქარ ENG
ქარ ENG
  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • კითხვა პასუხი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
უკან დაბრუნება
1822 ნახვების რაოდენობა
1822 ნახვების რაოდენობა
29.03.201
ახალი საექსპორტო შესაძლებლობები საქართველოს აგრო სფეროში

საქართველო  თავისი მრავალფეროვანი კლიმატური რესურსებით მრავალი პერსპექტიული ერთწლოვანი და მრავალწოვანი კულტურების წარმოების საშუალებას იძლევა. 

საქართველო ცნობილია როგორც ხორბლისა და ვაზის სამშობლო, თუმცა ამ ორი კულტურის გარდა, საქართველოში ბევრი სხვა კულტურაა პოპულარული. ბოლო პერიოდში, სოფლის მეურნეობის სფერო ეტაპობრივად ვითარდება. ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენები, ძირითადად მრავალწლიანი კულუტურების მიმართულებით ინტერესდებიან და დიდი ინვესტიციებსაც ახორციელებენ.

საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და შესაბამისად დაინტერესება მაღალშემოსავლიან კულტურებზეა. მაღალშემოსავლიანი კულტურები მოითხოვენ დიდ ინვესტიციას და დროს.

ბოლო პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის რამოდენიმე მიმართულება აქტიურად ვითარდება. ძირითადი დაინტერესება საექსპორტო კულტურებზე მოდის. 2015 წელს საქართველოდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა წინასწარი მონაცემებით, 208 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ევროკავშირში საქართველოდან მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 30%-ია. ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება.

დასავლეთ საქრთველოში, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონში მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვის მოყვანას ახორციელებენ. აღნიშნულ რეგიონებში უკვე რამოდენიმე ასეული ჰექტარი ლურჯი მოცვის პლანტაციაა გაშენებული. უმეტესეობა მათგანი უკვე მსხმოიარობაშია. წარმოებული მოცვის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გადის, რაც კიდევ უფრო ზრდის დაინტერესებას აღნიშნული კულტურის მიმართ. მოცვის ექსპორტის მაჩვენებელი მზარდია (2014 წელი -150 ათასი აშშ დოლარი. 2015 წელი - 215 ათასი აშშ დოლარი). ლურჯ მოცვზე საერთაშორისო მოთხოვნაც სწრაფად იზრდება, 2010-2014 წლებში ევროკავშირში მოცვის იმპორტი გაორმაგდა.

კენკროვან კულტურებში, მოცვის გარდა დიდი მოთხოვნაა უკელო მაყვლისა და ჟოლოს წარმოებაზე. მოცვისგან განსხვავებით უეკლო მაყვლისა და ჟოლოს ბაღები, ძალიან მცირე რაოდენობითაა და მათი ჯამური ფართობი 50 ჰექტარზე მცირეა. ქართველი თუ უცხოელი მეწარმეები ყოველწლიურად აქტიურად აშენებენ უკელო მაყვლისა და ჟოლოს ბაღებს. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მოცვს, ასევე სხვა კენკროვან კულტურებსაც დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვთ.

სასურსათო პროდუქციის საექსპორტო კალათაში ერთ-ერთი პირველი ადგილი თხილს უკავია. 2016 წელს 178 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი მოხდა საქართველოდან. შესაბამისად ყოველწლიურად იზრდება თხილის ბაღების რაოდენობა და ფართობი. თუმცა, 2017 წელს თხილის წარმოება საქართველოში 40%-ით შემცირდა, მიზეზი კი აზიური ფაროსანა, სოკოვანი და სხვადასხვა ბაქტერიული დაავადებების მნიშვნელოვანი გავრცელება გახლდათ.

თხილის გარდა ძალიან აქტიურად ხდება სხვა კაკლოვანი კულტურების გაშენება, როგორიცაა კაკალი და ნუში.

ბოლო 4 წლის განმავლობაში რამოდენიმე ასეული ჰექტარი, ინტენსიური ტიპის, კაკლისა და ნუშის ბაღი გაშენდა საქართველოში და ბაღების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

კაკლოვანი კულუტურების ბაღები საქართველოში ყოველწლიურად მრავლდება და სულ მალე საექსპორტო კალათაში კაკალი და ნუში საპატიო ადგილს დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები
22.03.201 სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვას, ორგანული კანონი დაარეგულირებ ... ეკონომიკა

2017 წლის ივნისში, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მორატორიუმის მოქმედ ...

1934 ნახვების რაოდენობა
ვრცლად
22.03.201 ფალსიფიცირებული პესტიციდების იაფად შეძენა, საბოლოო ჯამში ფერმერს ძვირი უჯდე ... აგრო ბიზნესი

თანამედროვე სოფლის მეურნეობა არ არსებობს ხარისხიანი მცენარეთა დაცვის საშუალებების გარეშე. ნებისმიერი გლეხი, ფერმერი, აგრობიზნესით დაინტერესებული პირი ...

2220 ნახვების რაოდენობა
ვრცლად
  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • კითხვა პასუხი
  • ბლოგი
  • კონტაქტი

თბილისი 0168 ნუცუბიძის ქ #139

+995 322 500 118
+995 514 999 222

E [email protected]

Copyright © 2018  ყველა უფლება დაცულია